რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი უკრაინაში გრძელდება. ოკუპანტი ქვეყანაზე თავდასხმას განაგრძობს. არსებობს ვარაუდი, რომ რუსული ჯარები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას გეგმავენ და ამას ადასტურებს ქვეყნის პრეზიდენტიც. ომის პარალელურად ევროპა რუსეთის მარწუხებში მოქცევას განაგრძობს, უკვე დამტკიცდა სანქციების მორიგი პაკეტი.