პარლამენტი ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების და მასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვას უბრუნდება. კანონპროექტით გათვალისწინებულია მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის შემოღება. აღნიშნული ქულები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში მცირდება. საკანონმდებლო ორგანოში ვარაუდობენ, რომ საკითხს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.კანონპროექტი ითვალისწინებს მართვის მოწმობის 100 ქულიან სისტემას, გარდა ამისა ცნობილია, რომ რეფორმა ითვალისწინებს ასევე უკონტაქტო პატრულირების დანერგვას. ასევე შეიცვლება მართვის მოწმობის აღების წესიც, ანუ მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ქუჩაში მოძრაობაში მოუწევთ და არა სპეციალურ მოედანზე.