წყალქვეშა ნავის აღმოჩენილი  ნამსხვრევები, მის აფეთქებაზე მიუთითებს - აშშ-ის სანაპირო დაცვა 

23 ივნისი 2023, 11:40 609 ნახვა

აშშ-ის სანაპირო დაცვამ დაკარგულ წყალქვეშა ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანის დაღუპვა დაადასტურა. მათი განცხადებით, შესაძლოა მგზავრების ცხედრები ვერც იპოვონ.

გარდა ამისა, მათი თქმით, საძიებო არეალში „ტიტანის“ აღმოჩენილი ნაწილების მიხედვით ადრეა იმაზე საუბარი თუ როდის მოხდა აფეთქება, არსებობს კითხვები თუ რატომ, როგორ და როდის მოხდა ინციდენტი.

უწყებამ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა, ოჯახის წევრებმა კი სამაშველო ოპერაციაში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის 5 კაციანი ეკიპაჟი ტიტანიკის სანახავად 20 ივნისს გაუჩინარდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი