უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

23 ივნისი 2023, 10:07 492 ნახვა

უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტის, ავდეეკის და მარეინკის მიმართულებები რჩება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საჰაერო განგაში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის, დედაქალაქში შუაღამეს გამოცხადდა. აფეთქებები ხმელენცკისა და კიდევ რამდენიმე ოლქში დაფიქსირდა. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ხერსონის ოლქთან ფრთოსანი რაკეტები აღმოაჩინეს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 49 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 50-ჯერ გახსნეს.

მათივე ინფორმაციით, რაკეტების გარდა რუსებმა ჯაშუშური დრონი გაუშვეს, რომელიც ასევე განადგურებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი