რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დონეცკის ოლქში დასახლებული პუნქტები დაბომბეს. რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ქალაქ პოკროვსკში ორი მშვიდობიანი მოსახლე დაშავდა. ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა. სახლში ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
რუსული რაკეტის აფეთქების შედეგად მეზობელი სახლის ფანჯრები ჩაიმსხვრა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა მტრის 3 მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალების დისლოცირების 13 ტერიტორია და სხვა მნიშვნელოვანი სამიზნეები გაანადგურეს.
გასული დღის განმავლობაში, მტრის მიერ განხორციელებული 44 საჰაერო და სარაკეტო დარტყმა მოგერიებულია. თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები - აცხადებენ გენშტაბში.