სკოლებსა და ბაღებში დაუშვებელია, მიუღებელია ლგბტ თემის პროპაგანდა, ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ - პრემიერი

21 ივნისი 2023, 12:16 645 ნახვა

სკოლებსა და ბაღებში დაუშვებელია, მიუღებელია ლგბტ თემის პროპაგანდა, ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს კვლევაზე, რომელიც ლგბტ თემთან დაკავშირებით 30 ქვეყანაში ჩატარდა.

„მე თქვენი მედიის საშუალებით გავეცანი ამ მონაცემებს. ბუნებრივია, ეს იყო უცხოური ორგანიზაციის კვლევა და როგორც თქვენ აღნიშნეთ, 30 ქვეყანაში ჩატარდა კვლევა. განსაკუთრებით საგულისხმო და  საყურადღებო იყო საფრანგეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც აღმოჩნდა, რომ  ახალგაზრდების 22 პროცენტი აცხადებს თავს ლგბტ-დ, რაც ვფიქრობ, არის საგანგაშო ტენდენცია. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი უფლება, როგორი ცხოვრების წესს აირჩევს, ჩვენ არავის საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში არ ვერევით. ეს არის მიუღებელი აბსოლუტურად, მაგრამ მეორე მხრივ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ბაღებსა და უკვე სკოლებში უცხოეთში. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ. ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ, რადგან დაუშვებელია, მიუღებელია სკოლებში, ბაღებში და ახალგაზრდებში ამ თემის პროპაგანდა, აი, ეს არის ჩემი პასუხი"-განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ის პროპაგანდა, რაც „მაკდონალდსის“ ქსელში მიმდინარეობდა, ამორალური და მიუღებელი კამპანიაა.

"ჩემი მოსაზრება მინდა, გამოვხატო „მაკდოლანდსთან“ დაკავშირებით, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნის ქსელში, „მაკდონალდსში“ მიმდინარეობდა ბავშვებში სწორედ ეს პროპაგანდა. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად ამორალური და მიუღებელი კამპანია. ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის მიუღებელია პასუხი, თურმე ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი და ამიტომაც ჩვენც უნდა მივიღოთ. ასე არ მოხდება. ვფიქრობ, მისასალმებელია, რომ საზოგადოების რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და ადეკვატური, ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი