მაღაროელების პროტესტის მე-15 დღე

20 ივნისი 2023, 15:08 732 ნახვა

ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი უცვლელი მოთხოვნებით გრძელდება.   ჭიათურის მერიის წინ კარვებია გაშლილი. ამ დრომდე  შიმშილობს ათი მაღაროელი.

ერთ მათგანს  პირი, ერთს კი თვალები აქვს ამოკერილი. ისინი პრემიერ მინისტრს მიმართავენ, კომპანიისგან კი ხელფასების 20 %-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ პროტესტს შეუერთდნენ მაღაროელები ტყიბულსა და ზესტაფონიდან. 

როგორც ცნობილია, გაფიცულების მხარდასაჭერად, მოქალაქეები შემოწირულობებს აგროვებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში