„ვოლფსბერგერმა“ ბათუმის „დინამოდან“ სანდრო ალთუნაშვილის ტრანსფერი დღეს ოფიციალურად დაადასტურა. ავსტრიულმა კლუბმა სოციალურ ქსელებში განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს ქართველი ნახევარმცველის გაფორმების შესახებ აუწყა.
„ვოლფსბერგერის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და კლუბს მისი ერთი წლით გახანგრძლივების უფლება აქვს. მოლაპარაკებები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ტრანსფერის ღირებულებამ კი 200 000 ევრო შეადგინა.
ქართველი ნახევარმცველი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და ჯვაროსნებთან ერთად შოტლანდიაში იმყოფება. ალთუნაშვილი ახალ გუნდს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შეუერთდება.