ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის გამარჯვებულია

19 ივნისი 2023, 20:33 534 ნახვა

2022-2023 წლის ერთა ლიგის გამარჯვებული ესპანეთის ეროვნული ნაკრები გახდა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა ტურნირის ფინალში ხორვატიის ნაკრები პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხა. მატჩის როგორც ძირითადი, ისევე დამატებითი დრო 0:0 დასრულდა. ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. შედეგად, ესპანეთი 11 წლის შემდეგ პირველად დაეუფლა ტიტულს, ბოლოს მათ 2012 წელს უკრაინასა და პოლონეთში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი მოიგეს. ერთა ლიგის 2022-2023 წლის სეზონში მესამე ადგილი იტალიამ მოიპოვა, რომელმაც ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრაში ნიდერლანდები 3:2 დაამარცხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი