ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ სტილში მოჭიდავე 17-წლამდელთა შორის. 18 ივნისს გიორგი კვინიკაძის გაწვრთნილმა გუნდმა კიდევ 3 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო და 1 - ვერცხლი.
ევროპის ჩემპიონები გიორგი მაისურაძე და სანდრო ყურაშვილი გახდნენ, ვერცხლს კი მათე ცინაძე დასჯერდა. საერთო ჯამში ქართველი ფალავნების მონაგარი 7 მედალია - 2 ოქრო, 1 - ვერცხლი და 4 - ბრინჯაო.
საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში 150 ქულით მესამე ადგილზე გავიდა სომხეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ.