37 "ბორჯღალოსანი" დღეს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბება და 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის მზადებას შეუდგება.
კიდევ ორი მორაგბე – თორნიკე კახოიძე და ლუკა ხორბალაძე გუნდს მოგვიანებით, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუერთდებიან.
შეკრებაზე გამოძახებული 39 მოთამაშის გარდა, არის სარეზერვო ჯგუფიც.
შეგახსენებთ, მსოფლიო თასზე საქართველო ჯი ჯგუფში, ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და პორტუგალიასთან ითამაშებს. ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის თქმით, პროგრამა მინიმუმი ორი თამაშის მოგებაა, თუმცა გუნდი ოთხივე მეტოქესთან გამარჯვებისთვის იბრძოლებს.