ასტანაში ბანკზე თავდამსხმელი დააკავეს

18 ივნისი 2023, 17:51 615 ნახვა

ასტანაში ბანკ „კასპის“ ფილიალში მძევლები, რომლებიც შეიარაღებულმა კაცმა დაატყვევა, გაათავისუფლეს.

გავრცელებული ცნობით თავდამსხმელი ბანკის აქტივების შშმ ბავშვებისა და გაჭირვებულებისთვის გადარიცხვას ითხოვდა, რისთვისაც ხელისუფლებას 3 საათი მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ადგილზე სპეცრაზმი მუშაობდა. შსს-მ მძევლები უვნებლად გაათავისუფლა, თავდამსხmელი დაკავებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი