დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ფარვის გაგუას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.
შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონის ფალავნებთან ერთად სომხეთის ნაკრების მოჭიდავეებიც მონაწილეობენ.
ჩემპიონობისთვის 300-მდე სპორტსმენი იბრძვის. ტურნირი ხვალ დასრულდება და ხვალვე გაირკვევა ჩემპიონთა და პრიზიორთა ვინაობაც.