BATUMI OPEN - საერთაშორისო ტურნირი კარატეში

17 ივნისი 2023, 17:29 773 ნახვა

„ბათუმი ოუფენ“ -  ტურნირი კარატეში.შეჯიბრება ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის. ასპარეზობაში 13 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები. საქართველო ტურნირზე 110 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

დღეს ასპარეზობა ჭაბუკთა შორის ტარდება, ხვალ კი ტატამზე მედლებისთვის უფროსი ასაკის კარატისტები იბრძოლებენ. ტურნირი ტრადიციულია და მეცხრედ ტარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში