საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა 

16 ივნისი 2023, 10:39 566 ნახვა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგური მატჩი კვიპროსთან გამართა და 2:0 გაიმარჯვა.

მატჩი სამი წუთის დაწყებული იყო, როდესაც გიორგი გულიაშვილისა და გიორგი მოისწრაფიშვილის განვითარებული შეტევა გიორგი წიტაიშვილმა შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით დაასრულა.

მეორე ტაიმში ჩვენი გუნდის გოლში მონაწილეობა კვლავ წიტაიშვილმა მიიღო. მის მიერ შესრულებული კუთხურის შემდეგ საბა ხვადაგიანმა ზუსტად დაარტყა – 2:0.

ამის შემდეგ ქართველი ახალგაზრდები მეტოქის კარს კვლავ უტევდნენ, სახიფათო მომენტებს ქმნიდნენ, თუმცა მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში