საქართველო ულან-ბატორის გრანდ სლემზე მხოლოდ სამი ძიუდოისტით გამოვა

16 ივნისი 2023, 10:18 396 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა წინასწარი შემადგენლობა დაასახელა ულან-ბატორის გრანდ სლემისთვის, რომელსაც მონღოლეთის დედაქალაქი 23-25 ივნისს უმასპინძლებს.

ამ დროისთვის, ტურნირზე 45 ქვეყნის წარმომადგენელი 335 ძიუდოისტია რეგისტრირებული, რომელთა შორის მხოლოდ 3 ქართველია და ყველა - მძიმე წონებიდან.

მონღოლეთში საქართველოს ღირსებას ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე ორივე - 100 კილოგრამი წონით კატეგორია და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი დაიცავენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში