რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ სასამართლო მოსმენები დაიწყო. სამხედრო სასამართლოს წინაშე ბრალდებულების სახით 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო, მათ შორის ქალები წარსდგნენ.
უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა შორის აზოვის პოლკის მებრძოლებიც არიან, ტერორისტულ საქმიანობაში ადანაშაულებენ. მათ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.