გასულ ღამეს, უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის და აფეთქებების ხმა ისმოდა

15 ივნისი 2023, 10:00 609 ნახვა

გასულ ღამეს უკრაინის თითქმის ყველა ოლქში, მათ შორის, ოდესაში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქ კრივოი როგში; რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 7 დასახლება 19-ჯერ დაბომბეს. შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზეც.

გამოცხადებული საჰაერო განგაში, რომელმაც კიევი და უკრაინის ოლქების ნაწილი მოიცვა, 05:00 საათამდე გრძელდებოდა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი იერიში ფრთოსანი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა. უწყების განმარტებით, თავდასხმა კასპიის ზღვის მხრიდან მოხდა და მასში  რუსეთის საოკუპაციო ძალების სტრატეგიული ავიაციის 4 თვითმფრნავი ტუ-95 მონაწილეობდა.

გენერალური შტაბის ცნობით, მათ ისროლეს 4 ფრთოსანი რაკეტა(Х-101/Х-555), რომელთაგან 1 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს, დანარჩენები კი დნეპროპეტროვსკის ოლქში მოხვდა სამრეწველო ობიექტებს.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, ამ დროისთვის, ყველაზე ცხელ წერტილად, კვლავ ბახმუტის, მარიინკის, ლიმანისა და ავდეევკის მიმართულებები რჩება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი