‘’საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო’’ მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებული კომპანიის საეჭვო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს.კვლევაში ფიგურირებენ ბათუმის კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორი აკაკი ბერიძე და მისი ოჯახის წევრები,ქედის მერი და აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.კვლევის თანახმად აკაკი ბერიძის ყოფილი ბიზნესპარტნიორის კომპანია ქედის მერიის და საგზაო დეპარტამენტის ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ქვეკონტრაქტორია და ამასთან უკონკურენტოდ გაიმარჯვა ქედის მერიის ტენდერშიც,ბოლო ორ წელიწადში კი სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის ტენდერებიდან მიღებული აქვს მილიონ 900 ათას ლარამდე სახელმწიფო შესყიდვა.ორგანიზაცია ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს დაიწყოს გამოძიება სახელმწიფოს შესყიდვებში სავარაუდო კორუფციის გამოსავლენად. ქედის მერია საეჭვო გარემოებების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. მათი განმარტებით შესყიდვების პროცედურები კანონის სრული დაცვით განხორციელდა, შპს ‘’ესია ჯგუფი’’ კი ტენდერში მონაწილეობდა და წარმოადგენდა ‘’გალმშენის’’ ქვეკონტრაქტორს. ბრალდებას ასევე უარყოფს აკაკი ბერიძეც, მისი განცხადებით, კომპანიასთან მას არც იურიდიული და არც საქმიანი შეხება არ ჰქონია.