ორმხრივი შეხვედრები

19 თებერვალი 2017, 00:00 2133 ნახვა

ევროკავშირი საქართველოს მიერ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მიღწეულ პროგრესს განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს, - ამის შესახებ ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დიალოგის წარმატებით დასრულებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მოგერინის თქმით, პროცედურები უმოკლეს ვადაში დასრულდება. მხარეებმა 2017 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეც ისაუბრეს. საქართველოს პრემიერი თურქ კოლეგასაც შეხვდა. საქართველო თურქეთისთვის უმნიშვნელოვანესი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია, - განაცხადა ბინალი ილდირიმმა. მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობა განიხილეს. პრემიერ - მინისტრებმა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების აუცილებლობასა და საერთაშორისო მნიშვნელობის ენერგეტიკული პროექტების წარმატებით განხორციელების მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს. თურქეთის პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი