კიდევ ორი ქართველი სერია A-ში? 

14 ივნისი 2023, 11:01 482 ნახვა

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შეძენით ტურინის „იუვენტუსია“ დაინტერესებული. „გიორგიმ „მეცის“ რიგებში 35 მატჩში 27 გოლი გაიტანა, მისი ფასი 6-დან 12 მილიონ ევრომდეა, მაგრამ „იუვენტუსს“ მოუწევს აჯობოს „მილანს“, რომელმაც უკვე წამოიწუო მოლაპარაკებები“, - წერს იტალიელი ჟურნალისტი.

იტალიურ მედიაში უკვე ხშირად ლაპარაკობენ საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილზე, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალისტს მილანის „ინტერს“ უკავშირებენ.

„ტუტოსპორტის“ ცნობით, თუ „ინტერს“ ანდრე ონანას სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს შესთავაზებენ, მაშინ მისი გაყიდვის შემთხვევაში ინძაგის სიაში პირველი სწორედ მამარდაშვილია.

ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, ქართველი მეკარის შეძენით ლონდონის „ჩელსია“ დაინტერესებული.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში