მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, არგენტინის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მომდევნო მუნდიალზე მონაწილეობას არ მიიღებს.
„ეს ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იყო. შევხედავ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, არა, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მივიღებ, მაგრამ დავესწრები“, – განაცხადა არგენტინელმა.
ლიონელ მესი არგენტინის ნაკრების ღირსებას 2005 წლიდან იცავს. მან ნაკრებში 174 მატჩი ჩაატარა და 102 გოლი გაიტანა. შ
ეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მესიმ პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელი გახდა.