“როდესაც ხდება პიროვნების დაკავება ასეთი ნივთიერებით, როდესაც მიემგზავრება პატრიარქთან, ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ დავუშვათ ყველანაირი სცენარი” - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, ახლა გამოძიებას უნდა მიეცეს საშუალება, რომ სრული სურათი გახდეს ცნობილი. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საზოგადოებისა და ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან იყო საკმაოდ უსამართლო და არაადეკვატური რეაქცია. პრემიერმინისტრი იმედს გამოთქვას, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქი საქართველოში დაბრუნდება და მიიღებს სრულ ინფორმაციას ამ საკითხის ირგვლივ, მას ექნება შესაბამისი პოზიცია.