ვილნიუსის სამიტზე უკრაინა მტკიცე მხარდაჭერას მიიღებს - ბლინკენი

13 ივნისი 2023, 11:11 567 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნაადრევი უწოდა უკრაინის კონტრშეტევის შესახებ შეფასებების გაკეთებას და თავი შეიკავა იმ მიმართულებების დასახელებისგან, სადაც ამჟამად უკრაინული კონტრშეტევა მიმდინარეობს. ბლინკენის განცხადებით,  ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ  კიევი  წარმატებით გააგრძელებს  რუსეთის მიერ ოკუპირებული მიწების დაბრუნების მცდელობას.

ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები  მაქსიმალურად გაზრდის უკრაინის მხარდაჭერას, რათა მან ბრძოლის ველზე გაიმარჯვოს.  სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა გააძლიერებს ქვეყნის პოზიციას ნებისმიერ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ასევე, შესაძლოა, ამან იქონიოს ეფექტი, რაც აიძულებს პუტინს, მოახდინოს ფოკუსირება მის მიერ დაწყებული ომის მოლაპარაკებებით დასრულებაზე.

ბლინკენი ვილნიუსში ნატოს მოახლოებულ სამიტზე უკრაინას მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ჰპირდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი