ხვალ ვაჟ ფრენბურთელთა კლუბ „ბათუმის“ ჭაბუკთა გუნდი რუსთავში მიემგზავრება, სადაც ქვემო ქართლის ღია რეგიონალური თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. ტურნირში რვა გუნდი იასპარეზებს. შეჯიბრება 14-18 ივნისის ჩათვლით გაიმართება. „ბათუმის“ მთავარი მწვრთნელის თეა მძელურის თქმით, ეს არის საქართველოს ჩემპიონატამდე ერთგვარი წინა მოსამზადებელი ტურნირი.