საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა

12 ივნისი 2023, 14:33 616 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას თბილისში აგრძელებს. პირველად ამ შეკრებაზე ვილი სანიოლის გუნდმა თბილისის "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. ბოლო ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებს შეუერთდა და პირველად ივარჯიშა, გიორგი მიქაუტაძე იყო.

საქართველოს ნაკრები თბილისში 15 ივნისამდე მოემზადება, კვიპროსთან მატჩამდე ორი დღით ადრე კი ჩვენი გუნდი ლარნაკაში გაემგზავრება. კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩვენი გუნდის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 17 ივნისს კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, მორიგ შეხვედრას კი 20 ივნისს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი