მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკა მუშაობდა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ფილადელფიაში სასიცოცხლო მნიშვნელობის მაგისტრალის ნაწილის ჩამონგრევის შემდეგ, რაც ბენზინგადამზიდი ავტოცისტერნის აფეთქებამ გამოიწვია.
ღამით დრონიდან გადაღებულ კადრებზე ჩანს, რომ ექსკავატორი ასუფთავებს ტერიტორიას ნანგრევებისგან. ინციდენტი აღმოსავლეთ სანაპიროზე ფილადელფიის 95-ე მაგისტრალზე მოხდა.
ავტომაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს ფილადელფიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და აკავშირებს ქალაქს მის ჩრდილოეთ გარეუბნებთან, როგორიცაა ბაქსის ოლქი. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
პენსილვანიის გუბერნატორმა ჯოშ შაპირომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გზის სრულად აღდგენას, რომელზედაც ყოველდღიურად დაახლოებით 160 ათასი ავტომობილი მოძრაობს, სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება.