10 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა ავსტრალიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. სამგზავრო ავტობუსი, რომლითაც ქორწილის სტუმრები მგზავრობდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავარია ახალი სამხრეთ უელსის შტატში მოხდა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 23:30 საათზე სიდნეის ჩრდილო-დასავლეთით 180 კმ-ის მოშორებით ქალაქ გრეტას მახლობლად ჰანტერის რეგიონში მოხდა, რომელიც ცნობილია თავისი ვენახებითა და საქორწილო ადგილებით.