აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამინისტროსა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ჩვენი რეგიონის წარმატებულ სპორტსმენებს - მოფარიკავე ანანო ჯინჭარაძეს, ძიუდოისტებს თომა გელაშვილს და საბა ბოლქვაძეს შეხვდა. ანანო ჯინჭარაძემ ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე რაპირით ფარიკაობაში 14-წლამდელთა შორის შვიდი შეხვედრა მოიგო და ჩემპიონი გახდა. თომა გელაშვილმა ძიუდოში პრაღის ევროპის თასზე იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. რაც შეეხება საბა ბოლქვაძეს, ახალგაზრდა ძიუდოისტმა ამჯერად ისრაელში გამართულ სამბოს ტურნირზე იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბათუმელ სპორტსმენები უკვე მომავალი ტურნირებისთვის ემზადებიან.