ბათუმის სტადიონმა მაიამიში, ოსკარად წოდებულ უძრავი ქონების მსოფლიო დაჯილდოებაზე საჯარო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. დაჯილდოების კადრების ნახვა ქალაქში განთავსებულ ტაბლოებზე და სტადიონის მიმდებარედ არის შესაძლებელი. ბათუმელები აღნიშნავენ, რომ რეგიონი გადაიქცა არაერთი სპორტული ღონისძიების ცენტრად. მსოფლიო დონის, საერთაშორისო აღიარების მქონე სტადიონი ქალაქში საამაყოა არა მხოლოდ თითოეული ბათუმელისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.