თენგიზ მორჩილაძის სახელობის ტურნირი ფარიკაობაში

09 ივნისი 2023, 14:11 572 ნახვა

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო საქართველოს და აჭარის სპორტის დამსახურებული მოღვაწის თენგიზ მორჩილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია პირველობა ფარიკაობაში.

შეჯიბრება სამი დღის განმავლობაში ხმლით, დაშნით და რაპირით ასპარეზობაში გაიმართება.

ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის ასამდე სპორტსმენი, მათ შორის თენგიზ მორჩილაძის სახელობის ფარიკაობის აკადემიის მოფარიკავეები მონაწილეობენ.

ორგანიზატორთა განცხადებით, მომავალი წლიდან თენგიზ მორჩილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი საერთაშორისო გახდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი