ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა მიღების ახალი რეფორმა ამოქმედდება

09 ივნისი 2023, 14:05 597 ნახვა

ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა თავშესაფრის მაძიებელთა მიღების რეფორმა შეათანხმეს.

გეგმის მიხედვით,  ევროკავშირის წევრი ქვეყანა პასუხისმგებელი იქნება თავშესაფრის მაძიებელთა გარკვეული რაოდენობის მიღებაზე, ხოლო ის ქვეყნები, რომლებსაც არ სურთ არალეგალური გზით ჩასული მიგრანტების მიღება, მათ მიმღებ  ქვეყნებს ფინანსურად დაეხმარებიან, ეს ითვალისწინებს 20 ათას ევროს თითოეული ადამიანის სანაცვლოდ.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის განცხადებით, ეს იქნება კარგი ბალანსი პასუხისმგებლობასა და სოლიდარობას შორის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი