საკონსტიტუციო სასამართლოში საჯარო ინფორმაციაზე წვდომასთან და ქონებრივი დეკლარაციების შემოწმების საჯაროობის საკითხთან დაკავშირებით არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დავის საგანს „პერსონალურ მონაცემთა დაცვა„ წარმოდგენს.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების მსგავსი შინაარსით გამოყენების შედეგად, მას შეეზღუდა ყოფილი მთავარი პროკურორის , იმჟამად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის , ქონებრივი დეკლარაციის შემოწმება, მოსარჩელის განმარტებით, თანამდებობის პირთა შემოსავლებთან დაკავშირებით საზოგადოებას გააჩნია მაღალი ლეგიტიმური ინტერესი, რათა არ მოხდეს, თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით, უკანონო შემოსავლის მიღება.
გიორგი გოცირიძე განმარტავს, რომ მონიტორინგის შედეგები გარანტიაა იმის, რომ თანამდებობის პირები სწორად შეავსებენ მათ ქონებრივ დეკლარაციას და დეკლარაციების საჯაროობით კორუფცია იქნება აცილებული, რაც მოსამართლეზე ზეწოლას ხელს შეუშლის.