ბათუმი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატს და ჩემპიონთა მატჩს მასპინძლობს

07 ივნისი 2023, 11:50 589 ნახვა

ბათუმში მეორე დღეა ჭადრაკში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. მსოფლიო ასაკობრივი ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 11 ივნისამდე გაგრძელდება. ტურნირი 8-დან 18-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში 12 ტურად გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ სწრაფ ჭადრაკში 35 ქვეყნის 462 მოჭადრაკე, ხოლო ელვისებურში 35 ქვეყნის 430 ახალგაზრდა მოჭადრაკე მონაწილეობს. აქვე გეტყვით, რომ ბათუმში ჩემპიონთა მატჩიც იმართება.

ერთმანეთს საქართველოს და უკრაინის ეროვნული გუნდების წევრები, მსოფლიოს ტოპ-მოჭადრაკეები: მერი არაბიძე - ნინო ბაციაშვილი და ანა მუზიჩუკი - მარია მუზიჩუკი ეთამაშებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი