ზაფხულის სეზონისთვის მზადაა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
სეზონის გახსნის ღონისძიების ფარგლებში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, გამოფენილი იყო როგორც სახმელეთო, ასევე, საზღვაო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა.
ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, ადგილზე მოეწყო წყალზე სამაშველო ოპერაციის სიმულაცია, რომელშიც პირად შემადგენლობასთან ერთად სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.