უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ვახტანგ ბარაბაძე სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
ვახტანგ ბარაბაძე 4 აპრილის ბახმუტთან საარტილერიო თავდასხმის დროს დაიღუპა. 2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში სულ 44 ქართველი მებრძოლია დაღუპული.