ღონისძიებები მიმდინარეობს ქობულეთში. ქალაქის ცენტრალურ გამზირზე ფეხით მსვლელობა და თეატრალიზებული წარმოდგენები იმართება.
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს წევრებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, გაჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და გამოიფინა სახელმწიფო დროშა.
დღესვე დაჯილდოვდებიან საპატიო ქობულეთელები.
ქობულეთში იმყოფებიან დელეგაციები სხვადასხვა დამეგობრებული ქალაქებიდან.
26-მაისის ღონისძიებისთვის, ქობულეთის მერიის ბიუჯეტიდან 20-ათასი ლარია გამოყოფილი.