ღონისძიებები მიმდინარეობს ხულოში. საზეიმო მსვლელობა დაბის ცენტრიდან დაიწყო და პარკში თეატრის მიმდებარედ გაგრძელდა. ადგილობრივებმა წარმოადგინეს ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, ნაქარგები, ნაქსოვი ნამუშევრები.
ტარდება სპორტული აქტივობები, რომლის გამარჯვებულებიც დღის ბოლოს დაჯილდოვდებიან.
ღონისძიებას ტრადიციულად ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი დაასრულებს.