26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისი 2023, 14:50 665 ნახვა

საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის, ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ევროკომისარმა. ოლივერ ვარჰეის თქმით, თავისუფლებისკენ სწრაფვამ საქართველო გააძლიერა, დაამატა, რომ თავისუფლება იმარჯვებს ყველა ბრძოლაზე.

დამოუკიდებლობის მილოცვის ტალღას შეუერთდა დიდი ბრიტანეთის მეფეც, წერილს საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს. მეფე ჩარლზ III თქმით, ის მოუთმენლად ელის თბილი მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის  გაგრძელებას ორ ქვეყანას შორის.

ვიდეომიმართვა გაავრცელა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა. „გილოცავ საქართველო, ამ სიტყვებით დაიწყო მილოცვა კრამონმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს გვერდით დგომას სრული დამოუკიდებლობის მიღწევამდე გასავლელ გზაზე“. 

მილოცვის წერილი გაავრცელა აშშ-ი სახელმწიფო დეპარტამენტმაც. ენტონი ბლინკენის წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი ესმის.

მისალოცი ტექსტი გაავრცელა ასევე უკრაინის რადას უმრავლესობის ლიდერმაც. დავით არახამიას თქმით, თავისუფლების მტერი რუსეთი დამარცხდება თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის გაუტეხელი სულისკვეთების წინაშე.

ქართველ ხალხსა და საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აზერბაიჯანელმა კოლეგამაც. ილჰამ ალიევის განცხადებაში  ხაზგასმულია აზერბაიჯანისა და საქართველოს შორის ურთიერთობების დღევანდელი დონე. პრეზიდენტმა საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს მისალოცი წერილი გაუგზავნა. ფაშინიანის წერილებში აღნიშნულია, ქართველი ხალხის გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის წინ გადაიდგა. პრემიერი ასევე თანამშრომლობის პოტენციალსა და სომხეთის საქართველოსთვის საიმედო მეგობრობის შესახებ საუბრობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი