დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უმაღლესი სასწავლებლის პროფესორებმა საჯარო ლექციები ჩაატარეს. შეხვედრას სტუდენტები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
დისკუსიის თემა იყო “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისი - წინაპირობები, მნიშვნელობა და შედეგები“.
დღეს არსებულ გამოწვევებთან ერთად ისტორიკოსებმა თავიანთ მოხსენებში აქცენტი გააკეთეს ისტორიულ ფაქტებზე. ისაუბრეს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდში არსებულ საერთაშორისო და საშინაო ვითარებაზე, ეროვნული საბჭოს როლსა და დამოუკიდებლობის აქტზე.