ბსუ-ში დღესვე სამოქალაქო განათლების სასწავლო კურსის სტუდენტების პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. სამოქალაქო ჩართულობის პროექტები პირველი და მეორე კურსის სტუდენტებმა წარადგინეს. ისინი ერთი სემესტრის განმავლობაში საგანს “დემოკრატია და მოქალაქეობას“ სწავლობდნენ, რომლის ფარგლებშიც აქტუალურ თემებზე ინიციტივები შეიმუშავეს და განახორციელეს.
ცნობიერების ამაღლება, ბულინგი, ბავშვთა უფლებები, სპეციალური საჭიროების მქონე პირების უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იყო პროექტების ძირითადი თემატიკა. სტუდენტთა ჯგუფებმა სულ 23 პრეზენტაცია მოამზადეს, რომლებსაც სპეციალური ჟიური აფასებდა.
სტუდენტთა საუკეთესო სამოქალაქო ჩართულობის პროექტების პრეზენტაცია-კონკურსს USAID ხელშეწყობით, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი ახორციელებს.