„ინტერმა“ იტალიის თასი მოიგო 

25 მაისი 2023, 11:03 582 ნახვა

"ინტერმა" 2:1 დაამარცხა "ფიორენტინა" და ზედიზედ მეორედ, სულ კი მეცხრედ მოიგო იტალიის თასი. ამ მაჩვენებლით "ნერაძური" "რომას" გაუთანაბრდა.

მატჩის გმირად იქცა მსოფლიოს ჩემპიონი ლაუტარო მარტინესი. "ინტერის" მაისურით მან ფინალში მე-100 და 101-გოლები გაიტანა ყველა ტურნირში ჩატარებულ 235 მატჩში. მიმდინარე სეზონში მისი მონაგარი 27 გოლია.

ფლორენციელებს ახლა კონფერენსლიგის ფინალი ელოდებათ "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ, სიმონე ინძაგის "ინტერი" კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი