საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერიის მესამე მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა რუსთავს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში ხუთი ქულით 85:80 მოიგო.
სერიის მეოთხე შეხვედრა თბილისში დღეს გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში თსუ ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს.
შეგახსენებთ, რომ მესამე ადგილის მფლობელი გუნდის ვინაობა უკვე გაირკვა. კავკასიამ მეგას 98:83 მოუგო.