ანსამბლ “დიდგორის” ტურნე დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში გაგრძელდება. სოლო კონცერტი ოთხ საათზეა დაგეგმილი.
აჭარაში ტურნეს ფარგლებში ახალგაზრდა გუნდი უკვე იმყოფებოდა ქობულეთში, ქედასა და შუახევში. დასკვნითი ღონისძიება ხვალ ხელვაჩაურში ჩატარდება.
„დიდგორის“ მოგზაურობა აჭარაში კულტურის სამინისტროს კონკურსის ,,თვითმოქმედი ანსამბლების ხელშეწყობა" ფარგლებში ტარდება.