აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციტივით მუნიციპალიტეტებში სახელოსნოები გაიხსნება. კონკურსის ფარგლებში, რამდენიმე სახელოსნო დაფინანსდება, რომელიც ტრაციციული რეწვის ნიმუშების შექმნაზე იმუშავებს. უპირატესობა მიენიჭება პროექტის იმ მონაწილეებს, რომელთა ნამუშევრებსაც საბაზრო ღირებულებაც გააჩნია. პროექტის მიზანი ხელოვნების ამ მიმართულების პოპულარიზაცია და მხარდაჭერაა. სამინისტრო პროექტს წელს პირველად ახორციელებს. მისი ბიუჯეტი 30 ათასი ლარია. დღეს უწყებამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა.