ეკატერინე გორგოძემ კაჭრეთის ტურნირი მოიგო 

22 მაისი 2023, 10:20 627 ნახვა

ეკატერინე გორგოძემ 2023 წელს მესამე ტურნირი მოიგო. 31 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა წყვილთა თანრიგში მოპოვებული ორი ტიტულის შემდეგ, ჩემპიონობა ერთეულებშიც მოახერხა. გორგოძემ ამჯერად კაჭრეთის ტურნირი მოიგო. პირველი წრის გამოტოვების შემდეგ, გორგოძემ რუს მარია კოზირევას 6:3, 6:3 მოუგო.

შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი ჩინელ ზონგიუ ლის შეხვდა და ამჯერად, მეტოქე სამ სეტში - 6:0, 3:6, 6:3 დაამარცხა. მეოთხედფინალში გორგოძემ თანამემამულე სოფია შაფათავას აჯობა.

ნახევარფინალში კი, სერბ დეიანა რადანოვიჩთან გაიმარჯვა და ფინალის საგზურიც მოიპოვა. ფინალში მან ბრიტანელი ანა ბროგანი მარტივად, ორ სეტში 6:2, 6:2 დაამარცხა.

კაჭრეთის ტურნირის საპრიზო თანხა 25000 დოლარს შეადგენდა. ეკატერინე გორგოძემ კი საერთო ჯამში, კარიერაში მე-18 ტიტული მოიპოვა. მას წყვილთა თანრიგში 14 ტურნირი აქვს მოგებული, ერთეულებში კი 5. 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი