თბილისის აეროპორტში მოსკოვი-თბილისის რეისი აქციის ფონზე დაჯდა

19 მაისი 2023, 13:40 620 ნახვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რუსული ავიაკომპანიის "აზიმუტის" თვითმფრინავი დაეშვა. აეროპორტის ტერიტორიაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. პარალელურად აეროპორტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მოქალაქეების აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე შესვლას აკონტროლებენ.

"სადაც არის აქცია დაანონსებული, იმის შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ყოველთვის იმყოფებიან ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. შესაბამისად, აქ გასაკვირი არაფერია”, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

პარტია „დროას“ ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.

„დღეს ტერორისტულ სახელმწიფოსთან, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა, როდესაც მთელი მსოფლიო იზოლირდება და დისტანცირდება რუსეთისგან, არის ამორალური. ასევე, ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩვენი სუვერენიტეტისთვის. თავს ვალდებულად მივიჩნევთ, რომ პირველ რეისს შევხვდეთ პროტესტით, პროტესტის ხმა გავაგონოთ რუსეთს, უკრაინას, ჩვენს პარტნიორებს, რომ იცოდნენ, ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავი არ არის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი