უკრაინაში დილიდან საჰაერო განგაში გამოცხადდა - უკრაინული მედია

18 მაისი 2023, 10:14 626 ნახვა

უკრაინაში, დღეს დილით, ფართომასშტაბიანი საჰაერო განგაში გამოცხადდა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით,  რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევის, ხმელინცკის, ოდესისა და ჟიტომირის რაიონებზე.

ოდესის რაიონზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის დროს დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. სამი ადამიანი დაიღუპა რუსეთის მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინის ქალაქ ხერსონთან. დაღუპულთა შორის არის ხუთი წლის ბავშვიც. 

ჯამში უკრაინის თვდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 36 შეტევა მოიგერიეს. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან.

პარალელურად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს 20 დარტყმა მიაყენა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი