ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ბიუსტი გაიხსნა

17 მაისი 2023, 15:01 970 ნახვა

ფრიდონ ხალვაშის ბიუსტი გაიხსნა ბათუმში. საზეიმო თარიღი სიმბოლურად ცნობილი ქართველი პოეტის, მწერლის და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღეს დაუკავშირეს.

დღეს ფრიდონ ხალვაში 98 წლის გახდებოდა, 17 მაისსაა დაბადებული ზაზა ხალვაშიც, რომელსაც დღეს  66 წელი შეუსრულდებოდა. წლებია ამ დღეს “ფრიდონობას“ ზეიმობენ, რომელსაც პოეტის სიცოცხლეშივე მის მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში აღნიშნავდნენ. ბიუსტი აჭარის მწერალთა სახლის მიმდებარედ, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე განთავსდა. სკულპტურის ავტორი მოქანდაკე თემურ მახარაძეა.

გახსნის ცერემონიალს მწერლის ოჯახის წევრები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მთვრობის წევრები ესწრებოდნენ.

დღესვე გაჟღერდა ინიციტივა, რომ დაწესდება ფრიდონ ხალვაშის სახელობის სტიპენდია ახალგაზრდა მწერლებისთვის.

ცერემონიის დასრულების შემდეგ საკათედრო ტაძრის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც ფრიდონ ხალვაშის ხსოვნის პატივსაცემად სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს. გაიხსენეს მისი შემოქმედება და ღვაწლი, წაიკითხეს პოეტის ლექსები.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი