ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა იმართება.
მსვლელობამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ქაშუეთის ტაძარის ეზოში პარაკლისი აღასრულა.
ოჯახის სიწმინდის დღე უკვე მეათე წელია, აღინიშნება.
2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.